Loading...

სტატია

მოზრდილთა მიჯაჭვულობის კავშირი სოციალურ შფოთვასა და ემოციურ ინტელექტთან ქართულ კულტურაში

2022-09-03 PDF

ანა ჭირაქაძე

აბსტრაქტი  

მიჯაჭვულობის თეორიის თანახმად, რომანტიკულ ურთიერთობებში არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები პარტნიორის ხელმისაწვდომობასა და მის მიერ გამოხატულ ყურადღებაში. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა გავლენას ახდენს მოზრდილობაში სტაბილური ახლო ურთერთობების ფორმირებაზე, საკუთარი და სხვისი ემოციების გაგებასა და რეგულირებაზე. თუმცა არამყარმა მიჯაჭვულობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სოციალური შფოთვა და ემოციური კომპეტენციების ნაკლებობა. მოცემული კვლევა შეისწავლის კავშირს რომანტიკულ ურთიერთობებს, ემოციურ ინტელექტსა (EI) და სოციალურ შფოთვას შორის. კვლევა რომანტიკულ ურთიერთობებში მოიაზრებს მოზრდილთა მიჯაჭვულობას, ხოლო ემოციურ ინტელექტს განიხილავს, როგორც პიროვნულ ნიშანს (TEI). კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი მეთოდოლოგია. ავტორის მიერ შედგენილ კითხვარში მოდიფიცირდა რამდენიმე სხვადასხვა კითხვარი. შეიქმნა კითხვარის ელექტრონული ვერსია და დაიგზავნა სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე. სულ გამოიკითხა 130 ადამიანი (ქალები N=96, მამაკაცები N=34), რის საფუძველზეც კვლევაში დადასტურდა სამივე ჰიპოთეზა. აღმოჩნდა, რომ კარგი ემოციური კომპეტენციები უკავშირდება მოზრდილთა მყარ მიჯაჭვულობას, რაც ამცირებს სოციალური შფოთვის დონეს. თავის მხრივ, სანდო რომანტიკული ურთიერთობების ქონა ამცირებს სოციალურ სიტუაციებში ინტერაქციის შიშის აღმოცენების ალბათობას.

საკვანძო სიტყვები: რომანტიკული ურთიერთობები, მოზრდილთა მიჯაჭვულობა, სოციალური შფოთვა, ემოციური ინტელექტი.  



Abstract

 

According to the attachment theory, there are some individual differences between the availability of a partner and his/her attention. Attachment, developed in childhood, impacts secure adult relationships, understanding emotions of the self and others and emotion regulation. However, the insecure attachment may lead us to social anxiety and lack of emotional competencies. The present research studies the connection between romantic relationships, emotional intelligence (EI) and social anxiety. This research considers romantic relationships as an adult attachment, and emotional intelligence is considered as a trait (TEI). This is quantitive research. In the questionnaire which author composed, were modified already existing inventories. There was created an electronic version of the questionnaire, which was sent to various social platforms. In this research, 130 people have participated (women N=96, men N=34), and all three hypothesises were approved. It appears that good emotional competencies might be connected to adult attachment, which could decrease social anxiety. On the other hand, close interpersonal relationships decrease the probability of the fear of interacting in social situations.

Keywords: romantic relationships, adult attachment, social anxiety, emotional intelligence.